Saturday, April 4, 2015

დღე მეცხრე. შევქმენით კითხვარი, ფასილიტაციის ნაშრომი და შევინახე სასწავლო რესურსების დამხმარეში.
მოვისმინე მონაწილეთა ძალიან საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციები.
ლელა ღვანიამ წარმოადგინა პროექტი " პიროვნება და საზოგადოება"
თამარ ნადირაშვილი - "ბრენდი"
ნინო ჩიჩუა - "რა არის ბედნიერება"
ნატა ქავზინიძე -  "ტრეფიკინგი"
მაია ილურიძე -   " საზოგადოება და ადათ -წესები წარსულში"
ლია ფხალაძე  -   "სივრცული სხეულების გამოყენება ცხოვრებაში"
მარიამ ბიკაშვილი - "ერთი განსაკუთრებული დღე ჩემს ცხოვრებაში"
ეკატერინე დათუნაშვილი - "მინერალები და ძვირფასი ქვები"
ელისო ლოლაშვილი -მერებაშვილი - "წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება"
ფიქრია ტატიშვილი - "საუფლო დღესასწაულები"
ამ ცხრა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა პროექტით სწავლების სარგებლიანობაში. შევისწავლე ბევრი რამ, რასაც გამოვიყენებ ჩემს საქმიანობაში.
მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო ჩვენი ტრენერის ქალბატონი მანანა კვინიკაძის მისამართით.
გმადლობთ ქალბატონო მანანა



Friday, April 3, 2015

მერვე დღე.პროცედურები გადავიტანე პროექტის გეგმაში.ვიცი, რომ შედეგები და ინდიკატორები უნდა იყოს მაღალი სააზროვნო უნარების, ავირჩიეთ ინდიკატორები,რომლითაც უნდა შევაფასო. გადავხედე ჩვენს პორტფელიოს და შევავსე ჩეკლისტი