Saturday, April 4, 2015

დღე მეცხრე. შევქმენით კითხვარი, ფასილიტაციის ნაშრომი და შევინახე სასწავლო რესურსების დამხმარეში.
მოვისმინე მონაწილეთა ძალიან საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციები.
ლელა ღვანიამ წარმოადგინა პროექტი " პიროვნება და საზოგადოება"
თამარ ნადირაშვილი - "ბრენდი"
ნინო ჩიჩუა - "რა არის ბედნიერება"
ნატა ქავზინიძე -  "ტრეფიკინგი"
მაია ილურიძე -   " საზოგადოება და ადათ -წესები წარსულში"
ლია ფხალაძე  -   "სივრცული სხეულების გამოყენება ცხოვრებაში"
მარიამ ბიკაშვილი - "ერთი განსაკუთრებული დღე ჩემს ცხოვრებაში"
ეკატერინე დათუნაშვილი - "მინერალები და ძვირფასი ქვები"
ელისო ლოლაშვილი -მერებაშვილი - "წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება"
ფიქრია ტატიშვილი - "საუფლო დღესასწაულები"
ამ ცხრა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა პროექტით სწავლების სარგებლიანობაში. შევისწავლე ბევრი რამ, რასაც გამოვიყენებ ჩემს საქმიანობაში.
მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო ჩვენი ტრენერის ქალბატონი მანანა კვინიკაძის მისამართით.
გმადლობთ ქალბატონო მანანა



Friday, April 3, 2015

მერვე დღე.პროცედურები გადავიტანე პროექტის გეგმაში.ვიცი, რომ შედეგები და ინდიკატორები უნდა იყოს მაღალი სააზროვნო უნარების, ავირჩიეთ ინდიკატორები,რომლითაც უნდა შევაფასო. გადავხედე ჩვენს პორტფელიოს და შევავსე ჩეკლისტი

Saturday, March 28, 2015

მეშვიდე დღე. გავეცანი გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის სქემას. ვისწავლე თვითშეფასების რეფლექსიის შევსება, მოსწავლეთა მხარდაჭერის ხარაჩოები. დავამზადე პრეზენტაციის შაბლონები. პორტფელიო გადავიტანე ბლოგზე.

Friday, March 27, 2015

მეექვსე დღე.მომზადებული პრეზენტაცია დრაივიდან გამოვაქვეყნე ბლოგზე. შევისწავლე მოდული 5. , პორტფელიოს რუბრიკა, გამოვიყენე პროცედურების შექმნისათვის.დავამუშავე "რუბრიკა თქვენი ბროშურისათვის"

Saturday, March 21, 2015

დღე მეხუთე. გავეცანი უკუკავშირის შედეგებს, დრაივზე გავაზიარე ჩემი პროექტი. კოლეგას პროექტის გეგმაზე დავუწერე კომენტარი. გავაკეთეთ სლაიდშოუ.

Friday, March 20, 2015

მეოთხე დღე. განვიხილეთ შეფასების ხუთი მიზანი,  შეფასების სხვადასხვა მეთოდები განმავითარებელი და განმსაზრვრელი შეფასება.შევავსე შეფასების დროის ჩარჩო.
დრაივზე შევქმენი საქაღალდე

Saturday, March 14, 2015

დღე მესამე.გავეცანი განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას. დავწერე პროექტის მიზნები და ამოცანები ინდიკატორების შესაბამისად, ჩამოვაყალიბე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

Friday, March 13, 2015

მეორე დღე. მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტების შინაარსი. პროექტის გეგმა შევიტანე პროექტის შაბლონში. სტანდარტის შესაბამისად ავირჩიე შედეგები და ინდიკატორები, რომლის შეფასებაც შემდგომში მოგვიწევს. რესურსებში გავეცანით ბუკლეტის ნიმუშებს. ვისწავლეთ ბუკლეტის შექმნა.გეგმის შაბლონი და ბუკლეტი გადავგზავნე საკუთარ ფოსტაზე.

Saturday, March 7, 2015

1 დღე.ვისწავლეთ ინტელის სასწავლო კურსის ვიუვერის მოხმარება, შევქმენით პორტფელიო, გავეცანით პროექტის მახასიათებლის და პორტფელიოს ჩეკლისტებს . შევქმენით საკუთარი ბლოგი.  გავეცანი „რომეო და ჯულიეტას„ პროექტის გეგმას.